შსს წარმომადგენლებმა ხალხი კორპუსისგან განარიდეს - ადგილობრივების ინფორმაციით, შენობას დამატებითი ბზარები გაუჩნდა
შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ცოტა უფრო შორს გადასვლა სთხოვეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი ინფორმაციით, შენობას დამატებითი ბზარები გაუჩნდა, რაც მათთვის საფრთხის შემცველია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.