ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სასამართლოში დაიბარეს
საჯარო მოხელის შეურაცხყოფის გამო, ტასო ლოსაბერიძე სასამართლოშია დაბარებული.
ცხოველების უფლებადამცველი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დღეს დაურეკეს და უთხრეს, რომ 16 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ედავებიან.
ამ წამს დამირეკეს რომ დღეს 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მაქვს სასამართლო, 16 ნოემბერს საჯარო მოხელეზე შეურაცხოფის მიყენებისთვის, - წერს ლოსაბერიძე.