"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი

19.11.26 15:39
"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი

"პირველების" ინფორმაციით, ვაკეში  ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა არობელიძე ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაზიანებები  გელა არობელიძემაც მიიღო - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 

არობელიძემ ვაკეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ თავად დაურეკა პოლციას. 

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს. მან თავად დარეკა პოლიციაში და თავს უთხრა სამართალდამცველებს, რომ კაცი მოკლა. დანაშაულის მოტივზე კაცი ჯერჯერობით არ საუბრობს. 

პენსიონერი ვაკეში გუშნ ღამით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. ვახტანგ ჩიქოვანს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.