5 შვილის დედა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის ჩარჩენილი ნანგრევებში - ადგილობრივი

19.11.26 15:25
5 შვილის დედა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის ჩარჩენილი ნანგრევებში - ადგილობრივი

აფეთქება ფონიჭალაში - კორპუსის ნანგევრებში ამ დრომდე 7 ადამიანს ეძებენ. მათ შორის არის 5 შვილის დედა, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მისი სამი შვილის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, რადგან ისინი ისეთ ადგილას იყვნენ, რომელიც არ დანგრეულა.

რაც შეეხება დედას და 2 მცირეწლოვანს - მისივე თქმით, ისინი ნანგრევებმა ჩაიყოლა და მათზე ამ დრომდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

მრავალშვილიანი დედა, რომლის სამი შვილის გამოყვანაც მოახერხეს, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის ჩარჩენილი ნანგრევებში. 5 შვილი ჰყავს ისე. ხუთივესთან ერთად იყო, სამი გადარჩა და გამოიყვანეს. ისეთ ადგილას იყვნენ, რომელიც არ დანგრეულა, თვითონ 2 მცირეწლოვანთან იყო და ის ადგილი ჩაიტანა. ის 3 ბავშვი არ ვიცი, ალბათ გადაიყვანეს სადმე, კარგად არიან, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.

მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია. 

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები