ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს - ის ცოცხალია!

19.11.26 17:10
ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს - ის ცოცხალია!

 

 

ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს - კადრებს "პირველების" რედაქცია პირდაპირი ეთერის რეჟიმში იღებს. 

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა, რომელმამ ნანგრევებში 8 საათი გაატარა, 5 წლამდეა. 

ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. 

მაშველებმა გარადჩენილი ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს - ის სავარაუდოდ კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. 

მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს - ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.

მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.

სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში  დილით მოხდა.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.