პირველი ინტერვიუ ექიმთან, რომელმაც ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის ბავშვი მიიღო
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც TV პირველის ეთერში კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა განაცხადა, ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ პაციენტს მწვავე ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება.
მოკლედ რაც შეეხება სამი წლის გოგონას, როგორც აღვნიშნე, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც მწვავე ტრავმული დაზიანება არ აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე პაციენტი დაკვირვების მიზნით აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- თქვა მედიკოსმა.
ანი დალაქიშვილის თქმით, პაციენტი კონტაქტური იყო და მედიკოსებს თვითონ უთხრა სახელი.
"ადეკვატურია, თუმცა შეშინებულია ძალიან, რაც ბუნებრივია".