[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი

19.11.26 18:09
[ფონიჭალაში] სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - თემურ მღებრიშვილი

სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ქვემო ფონიჭალაში განაცხადა. 

კომენტარის დასაწყისში მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონაზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის ნანგრევებიან ამოყვანილია 3 წლის გოგონა. ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩახერგილია, ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ეს ნაშალი მასალა და ამასთან ერთად, რაც გამოწვწვწად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.

კლინიკაში სხვადასხვა დაზოანებებით 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.