"შენ გენაცვალე ძია!" - ემოციური კადრები ნანგრევებიდან [ვიდეო]

19.11.26 17:56
"შენ გენაცვალე ძია!" -  ემოციური კადრები ნანგრევებიდან [ვიდეო]

 

 

"შენ გენაცვალე, ყოჩაღ ძია"- ასე ამხნევებენ მეხანძრე-მაშველები 3 წლის თაიას, რომელიც 8 საათიანი ძებნა-შძველის ოპერაციის შედეგად სპეციალისტებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვენეს. 

ამჟამად ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 6 პირს,  ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით ნანგრევებში კიდევ რჩება მინიმუმ 2 ბავშვი. 

რაც შეეხება თაიას, ის კონტაქტურ მდგომარეობაში ინოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.

კლინიკაში სხვადასხვა დაზოანებებით 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.