დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა - პატარა თაია მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი გადაარჩინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი"ინგოროყვას კლინიკაში" გადაიყვანა.
მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი კონტაქტურია და მას ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება.
ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.
მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს - ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.
მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.
სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში დილით მოხდა.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.