ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი ცხედრიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს - თეიმურაზ მღებრიშვილი

19.11.26 19:17
ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი ცხედრიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს - თეიმურაზ მღებრიშვილი

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის ბავშვის დედა.

მისივე თქმით, 3 წლის თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.

„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები