ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ეძებენ ორს
ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ახლა მაშველები დანარჩენ 2 ადამიანს ეძებენ.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.