საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს, მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
"თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს" - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამოს! - ნათქვამია განცახდებაში.
მსგავსი სიახლეები
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ - ინტერვიუ "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილესთან
გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება 1 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.