როგორ უნდა შეამოწმოთ ბინაში არსებული გაზის ქსელი უფასოდ! - სპეციალისტის საგანგებო მიმართვა
„თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე მოქალაქეებს მიმართავს - მაღალჩინოსაბმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ გაზის ქსელის შემოქმება აბონენტებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ:
მინდა კარგად მომისმინოს თითოეულმა მაყურებელმა: დაახლოებით 6-7 წელია ტელეეთერით მოვუწოდებთ ყველა აბონენტს. ყველას, ვისაც კი დააინტერესებს, რა მდგომარეობაშია ოჯახში არსებული გაზის ქსელი, დარეკოს 240-40-04-ზე, ეს არის ჩვენი ხაზის ტელეფონი 24/7-ზე და მარტივად მოითხოვოს - „მაინტერესებს და შემიმოწმეთ ჩემს ბინაში არსებული გაზის ქსელი და დანადგარები რამდენად უსაფრთხოა“.
ეს მომსახურება არის სრულიად უფასო. მოთხოვნიდან მეორე, მაქსიმუმ, მესამე-მეოთხე დღეს აუცილებლად მოვლენ ჩვენი სპეციალისტები და შეამოწმებენ. ან მისცემენ რჩევებს, რა გამოასწოროს, ან საფრთხის შემთხვევაში ექნებათ რეაგირება. ეს არის სრულიად უფასო და ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით,“ - აცხადებს ლეფსვერიძე.
ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ამ ეტაპზე ნანგრევებში მცირეწლოვანს ეძებენ.
მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული - მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი. რიგით მეხითე ცხედარი კი ახალგაზრდა კაცს ეკუთვნის.
დღის ბოლოს, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი - სამი წლის თაია, რომელიც კონტაქტურია და კლინიკაში უტარდება შესაბამისი კვლევები.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია
აღნიშნულია, რომ შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალისტებს 2027 წლის იანვარში უნდა შეემოწმებინათ - ინტერვიუ "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილესთან
გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება 1 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.