როგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
ტრაგედია ფონიჭალაში - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, მათ კლინიკაში მოთავსებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგები ჩაერთნენ.
ჭელიძის თქმით, გაწერაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია და როდესაც ყველა პარამეტრი იქნება ნორმაში, მაშინ მოხდება მთი გაწერაც.
მათი ფიზიკური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, დამაკმაყოფილებელია მათი ნევროლოგიური სტატუსი, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი. თუმცა, ამ ეტაპზე, საჭიროებაც მოითხოვს და ბუნებრივია და აუცილებლობა დადგა იმის, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ, ამ პაციენტების მართვაში.
დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ.
სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია", - განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება ქალს, რომელიც 11 წლის შვილთან ერთად შეიყვანეს კლინიკაში - ექიმის თქმით, ამს ზედაპირული უმნიშვნელო ტრავმები და დაჟეჟილობები ჰქონდა და მალვე ეგაეწერა კლინიკიდან.
გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.