საპატრიარქო ვერ ეღირსება ჩემ გაჩუმებას, ეს არის სტალინისტური რეპრესიები - მამა ილია ჭიღლაძე

10.12.21 17:20
საპატრიარქო ვერ ეღირსება ჩემ გაჩუმებას, ეს არის სტალინისტური რეპრესიები - მამა ილია ჭიღლაძე

მამა ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მისი გაჩუმების მცდელობად აფასებს. მამა ილიას თქმით, საპატრიარქომ მას მღვდელმსახურება არასწორი მუხლით შეუჩერა. ამის შესახებ სასულიერო პირმა "ტვ პირველთან" ისაუბრა. 

არასწორად არის კანონი მოყვანილი, მაგალითად, 74-ე კანონი, რომელიც სინამდვილეში ეხება მღვდელმთავრებს, პირველ რიგში ეხება ილია მეორეს და მიტროპოლიტ პეტრეს.

ამ განცხადებაში ყველაზე ოდიოზური არის ის, რომ 30 ივნისით არის დათარიღებული და 10 დეკემბერს აქვეყნებენ და მეც ამის შესახებ დღეს გავიგე.

საპატრიარქო ვერ ეღირსება ჩემ გაჩუმებას ან ჩემი სიტყვის გაქარწყლებას. ერთადერთი საშუალება რაც რჩება საქართველოს საპატრიარქოს არის ის, რომ მოიწვიოს საეკლესიო კრება, რუის ურბნისის კრების მსგავსი და ყველა აღძრული საკითხი ჩემ მიერ თუ სხვა იქნეს განხილული და სამართლიანად გადაწყვეტილი. ამის გარეშე ეს ყველაფერი არის სტალინისტური რეპრესიები ეკლესიაში", - ამბობს მამა ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ მამა ილია ჭიღლაძეს საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა.  საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი  სინოდის სხდომას  წარედგინება.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ   ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო. 

მსგავსი სიახლეები