მუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

20.11.26 14:44
მუსელიანი: მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მეხანძრე-მაშველები მუშაობენ - თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის,  ლევან მუსელიანის განცხადებით, მაშველებს ადგილზე მისული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან

მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში. პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას - უსაფრთხოებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ,“ - განაცხადა მუსელიანმა.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები