მოსამართლე ნადარაიამ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებული შეკითხვა სხდომიდან მოხსნა

20.11.26 17:27
მოსამართლე ნადარაიამ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებული შეკითხვა სხდომიდან მოხსნა

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გდდ-ს ყოფიოლ ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებული შეკითხვა სხდომიდან მოხსნა - თავდაპირველად ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, "როგორ შეიძლება წახალისება ჩაითვალოს დამნაშავეების წახალისებად ჯილდოს გადაცემის მომენტში ადამიანებს დანაშაულის ჩადენა შერაცხული არ ჰქონდათ?"

სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა სხდომაზე ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ალიკა კუპრავა, როდესაც 2025 წლის 30 იანვარს ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინებით, "ზვიად ხარაზიშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა - ეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიერ დარბევების გამოძიება იყო ,თუ წახალისება". 

მოსამართლე ნადარაიამ სიტყვით გამომსვლელს მიუთითა, რომ აღნიშნული კითხვა სარჩელთან არაფერ შუაში იყო და ჩახსნა. 

ლევან ბეჟაშვილი: როგორ შეიძლება წახალისება ჩაითვალოს დამნაშავეების წახალისებად, როდესაც წახალისების მომენტში, ჯილდოს გადაცემის მომენტში — და თქვენ თარიღები ჩამოთვალეთ — ჯილდოს გადაცემის მომენტში ამ ადამიანებს დანაშაულის ჩადენა შერაცხული არ ჰქონდათ?

არჩილ გორდულაძე: პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი პარტია, რა თქმა უნდა, უნდა ემიჯნებოდეს, უნდა გმობდეს ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ დანაშაულს, როგორ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, სადაც შესაძლებელია, რომ მტკიცებულებათა უმაღლესი სტანდარტით გამოძიებული იქნეს თითოეული დანაშაული. და როდესაც ჩვენს დროს,რა თქმა უნდა დანაშაულები ხდება და არ არსებობს ქვეყანა, დედამიწის ზურგზე ისეთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ ხდება, მაგრამ აქ დამოკიდებულებაში არის, როდესაც ჩადიან, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები დანაშაულებს რომ ჩადიან, ჩვენი ხელისუფლება იმას კი არ აკეთებს, რომ როგორმე დანაშაული მიჩქმალოს, მტკიცებულებები გააქროს ან დამნაშავეებს როგორმე ხელი დააფაროს, დააჯილდოვოს თუნდაც — პირიქით, როგორც კი ასეთ საქმეებში, დანაშაულებში ადამიანების ბრალდება და მსჯავრდება ხდება, დიახ, პირველი ჩვენ ვამბობთ, რომ კი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დიახ, ასეც უნდა მოხდარიყო. და მასე რომ არ იყო, 2004–2012 წლებში და პირიქით, დანაშაულებს არა თუ იძიებდნენ, არა თუ ბრალდებდნენ, არამედ პირიქით, ჩქმალავდნენ,  ამიტომაცა ვართ აქ ჩვენ წარმოდგენილი, რომ ადამიანების უფლებები 2004–2012 წლებში უბრალოდ არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილს რასთან დაკავშირებით აქვს მსჯავრი? გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისთვის. მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენა იმისათვის, რომ გირგვლიანის მკვლელები შეეწყალებინა.

ალიკა კუპრავა: 2025 წლის 30 იანვარს ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინებით, ზვიად ხარაზიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.  ეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიერ დარბევების გამოძიება იყო ,თუ წახალისება იყო, ეგ მაინტერესებს?

მოსამართლე ნადარაია: ერთი წამი, ერთი წამი. მე არ მინდა, რომ სასამართლომ გასცა პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხელმძღვანელობაში არ იქნება საქმესთან დაკავშირებით, მოხსნას ასეთი შეკითხვა. ეს არ არის ამ შემთხვევაში სარჩელის საფუძველი, ბატონო ზვიად... ბოდიში ზვიადი არა, ალიკა. უკაცრავად, ბატონო ალიკა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მე ეს ვთქვი, მოვხსნი ამ შეკითხვას, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სარჩელთან შემხებლობაში. 

მსგავსი სიახლეები