ბათუმში ოჯახი ამტკიცებს, რომ სახლი ადგილზე მიმდინარე მშენებლობის გამო ენგრევათ - ნინიძეები დახმარებას ითხოვენ
ბათუმში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ნინიძეების განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის კედლებზე ბზარები გაჩნდა, ეზოში კი მიწის მასა ჩამოიშალა.
ოჯახი შექმნილ ვითარებას მეზობლად მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირებს და აცხადებს, რომ დაზიანებების ამსახველი ვიდეომტკიცებულებებიც აქვს.
ნინიძეების მტკიცებით, სამშენებლო კომპანიამ მათი საკუთრების უფლება დაარღვია, რის გამოც მიყენებული ზიანის შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ.
ოჯახის განცხადებით, კომპენსაციის მიღებისა და საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის მცდელობას მუქარა და დაშინება მოჰყვა.
ადამიანი მეუბნება, რომ მერიამ მომცა ნებართვა და პარკინგი უნდა მოვაწყო. ჩემს ხარჯზე თუ უნდა ამხელა მშენებლობამ თავისი პარკინგი, მე არ ვიცი. გაუგებრობაში ვართ ამდენი ხანია, ვის აღარ მივმართეთ, ბათუმის მინიციპალიტეტს, 112-ში სამჯერ დავრეკეთ და არავინ გამოცხადდა, წავედიტ, დავწერეთ განცხადება და ველოდებით პასუხს. უკვე სამი წელია ეს მდგოარეობაა და არავინაა პატრონი, - ამბობს ოჯახის წევრი.