გადათხრილი გზები და მიტოვებული სამუშაოები - ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში

22.11.26 11:30
გადათხრილი გზები და მიტოვებული სამუშაოები - ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში

გურიაში ადგილობრივები გზების მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ორ წელზე მეტია, სახელმწიფო მნიშვნელობის გზები ავარიულია, დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეჩერებული. პრობლემური გზა რეგიონში ოცამდე სოფელს აკავშირებს.

ადგილზე მიტოვებულია სამშენებლო ტექნიკაც. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ გზების მოწესრიგება არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ოპოზიციის განცხადებით, უკვე დაგებული გზის ნაწილიც უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი "ოცნების" უყურადღებობაზე საუბრობს და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. 

გზაზე, რომელიც სასწრაფოსთვისაც კი გაუვალია და ადამიანები წვალობენ წლებია, თუმცა არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არანაირის ყურადღება არ არის, ის მაინც რომ უთხრან ადამიანებს, როდის ექნებათ გზა. კორუფცია არსად წასულა, რაზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უყვებიან ყოველდღე ტელეეთერებიდან, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. 

მსგავსი სიახლეები