ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზურაბაშვილ-გალუზინის შეხვედრის ფორმატი "ფაქტიურად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა"
რაზე ელაპარაკება "ოცნება" რუსეთს? - იმ დროს, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ოკუპანტთან კონტაქტები შეამცირეს, საქართველო რჩება კავკასიაში ერთადერთ ქვეყნად, რომელიც ამ კავშირებს სულ უფრო აღრმავებს. პოლიტიკოსებისა და დილომატებისთვის ამის დასტურია მინსკში კობახიძის და პუტინის წარმომადგენლებს შორის პირისპირ გამართული აუდიენცია. ერთადერთი, რაც ვიცით, საუბარი შეეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებას. სხვა ამბავი ამ შეხვედრიდან ცნობილი არ არის.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ამჟამად კი პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ამგვარი მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის დაფარული არ უნდა ყოფილიყო.
ჩეჩელაშვილის თქმით, ზურაბაშვილს-გალუზინის აუდიენცია პირდაპირი მინიშნებაა 3+3 ფორმატზე, რომელიც მისი თქმით, ძალიან მავნე და უსარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამისთანა მოლაპარაკებები არ უნდა იყოს დაფარული ისეთ ოპონენტთან, როგორიც არის ოკუპანტი ქვეყანა. ამ უსაფრთხოების თემამ გაგრძელება თავისი ნახა მოლაპარაკებების დროს და ეს არის პირდაპირი მინიშნება 3+3 ფორმატზე, რომელიც არის ძალიან მავნე, ჩვენთვის უსარგებლო", - აცხადებს ვალერი ჩეჩელშვილი.
თეონა აქუბარდია კი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეხვედრა ფაქტობრივად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს.
აქ ჩანს რუსეთისგან განაცხადი, რომ კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის აღარ იყოს მთავარი განხილვის ჟენევში საკითხი და შესაძლოა, გადაიწიოს უკანა პლანზე" - აცხადებს აქუბარდია.
გარდა იმისა, რომ ფორმატი არ არის გაგრძელება აბაშიძე-კარასინის, რამდენადაც ეს ფაქტიურად დიპლომატიური ურთიერთობების ააღდგენაა თბილისში მესამე საელჩოს გახსნის გარეშე, აქ ჩანს რუსეთისგან განაცხადი, რომ კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის აღარ იყოს მთავარი საკითხი განხილვის ჟენევში, გადაიწიოს უკანა პლანზე და დაიწყოს იმ ტიპის ურთიერთობა, რომელიც ეკონომიკაზე გადის. ჩაკლან ჟენევა, როგორც ასეთი გაიყვანონდ ასავლელი პარტნიორები და საბოლოოდ ამით რუსეთმა მთლიანად საქართველოს კონტროლი მოახერხოს და არა მხოლოდ მისი ორი ოკუპირებული ნაწილის", - აცხადებს თეობა აქუბარდია.