დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა - შსს

24.11.26 10:32
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა.

დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.