ანატოლი გიგაური თავისუფალია

24.11.26 11:04
ანატოლი გიგაური თავისუფალია

ანატოლი გიგაური თავისუფალია - 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე დატოვა.

მადლობა ყველას და უახლოეს დროში მოვესწროთ საქართველოს თავისუფლებას", - უთხრა "პირველებს" გიგაურმა.   

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას  ბრალი  „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. 

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები