მანქანის დგომის გამო დაწყებული ჩხუბი ვერაზე ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა
თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე კაცი გარდაიცვალა - როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, მომხდარს წინ ხელჩართული ჩხუბი უძროდა.
კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა, ბორდიურზე თავი დაარტყა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო.
კადრებში, რომელსაც "პირველებს" აწვდიან, ჩანს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჩატარებული პირველადი დახმარების მიუხედავად, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“.