ხმაური საკონსტიტუციოში - "ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ"

24.11.26 14:25
ხმაური საკონსტიტუციოში - "ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ"

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში - ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ "ოზნებას" სთხოვა განემარა თუ რას ედავება სარჩელში მითითებულ ვეტერანების ძალადობის საქმეში, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმესა და ზილის სპეცოპერაციის საქმეში.

ამ კითხვაზე საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ, ხალნგრძლივი დრო ითხოვა და საქმეების დეტალური განხილვა დაიწყო, რაზეც წითლიძემ სთხოვა, რომ მოკლედ პასუხი გაეცა მის მიერ დასმულ კითხვაზე. ამის შემდეგ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაშიც მოსამართლე რევაზ ნადარაი ჩაერთო. 

"ბატონო არჩილ და ქალბატონო ანა, ორ ხმაში საუბრით სასამართლოს არ ესმის, რას საუბრობთ. ქალბატონო ანა, თქვენ ხელი შეუშალეთ და ჩაეჩარით, ამიტომ თავი დაწიყნარედ", - უთხრა ნადარაიამ წითლიძეს. 

ანი წითლიძე: ვეტერანების ძალადობის საქმე, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე, ზილის სპეცოპერაციის საქმე, აქ გამოძიებები დაიწყო და დასრულდა, თუმცა არცერთი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საქმეებზე არ დამდგარა,  მათ შორის აფრასიძეების საქმე. და თუ სამართლებრივი  პასუხისმგებლობა არ დადგა, რატომ არის ეს სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელში? ამ საქმეებზე ნაციონალური მოძრაობის არცერთ ლიდერზე არ დამდგარა პასუხიმგებლობა. 

არჩილ გორდულაძე: არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით არც ეროვნული სასმართლოების გადაწყვეტილება არ არსებობს და არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 24 მსჯავრდებული ჰყავდა ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეს. .... []

ანი წითლიძე: მე ვიკითხე გადაწყვეტილება სად არის საქმეში...

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ერთი წამით ქალბატონო ანა, ვადროვოთ...

არჩილ გორდულაძე: ნიკოლოზ გუგუაძეს გეტყვით რა გაუკეთეს და მერე თქვენ თითონ იმსჯელეთ. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს. ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგზე და მუცელზე ფეხებით იხტუნავეს

ანი წითლიძე: არის თუ არ არის (პასუხისმგებლობა), ეს მითხარით - ამხელა ბელეტრისტიკა რად მინდა. 

მოსამართლე რევაზ ნადარაია: დაწყნარდით!

ანი წითლიძე:  მე დაწყანრებული ვარ, ძალით იბრაზებს თავს. გაბრაზებული არ არის ახლა აბა რა არის? 

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო არჩილ და ქალბატონო ანა, ორ ხმაში საუბრით სასამართლოს  არ ესმის, რას საუბრობთ. ქალბატონო ანა, თქვენ ხელი შეუშალეთ, მინდოდა მომესმინა პასუხი, რა გაიცემოდა ბოლობოლო თქვენს კითხვაზე. ხელი შემიშალეთ.

ანი წითლიძე: იმიტომ რომ არ მცემს პასუხს. 

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ან თავი დაიწყნარეთ ქალბატონო ანა, არა არ ხართ მშვიდად, საუბრობს ადამიანი და ეჩრებით, აწყვეტინებთ. 

არჩილ გორდულაძე: მე მგონია, რომ ქალბატონმა ანამ გაიგო, ვინ არის ნიკოლოზ გოგუაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს. ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგზე და მუცელზე ფეხებით იხტუნავეს. შემდეგ ის იყო უკანონო მსჯავრის ქვეშ. ამ ადამიანთან დაკავშირებით სტრასბურგს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორცი არის პროცედურული ნაწილის დარღვევა, ისე მისი არსებითი დარღვევა. ეს საქმე არის მიმდინარე და სახელწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას მის წამებაში, იყვნენ მსჯავრის ქვეშ. და ახლა რა მიემარტებაო - 24 ადამიანს მაწმებას რომ გამოატარებ, და კითხვა გიჩნდება აქედან რა მიემართება "ნაციონალურ მოძრაობას" ალბათ ეს კითხვა რიტორიკულად დასვა ქალბატონმა ანიმ. 

მსგავსი სიახლეები