ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

24.11.26 19:25
ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

ტექნიკური შესვენების შემდეგ „პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში არ გამოცხადდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ტექნიკურ შესვენებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.

  • “კოალიცია ცვლილებები“ წევრები საკონსტიტუციოში სხდოამზე აღარ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სხდომიდან გაძევების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
  • მისი თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებენ სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ, ხვალ კი რევაზ ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებენ.