საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 25 ნოემბერს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ნაცვლად კითხვებს მოსარჩელე მხარეს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები დაუსვამენ.
- შენიშვნა: ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან ისინი ტექნიკური შესვენების შემდეგ დარბაზში არ გამოცხადდნენ.
სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.