ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს - ამირან გამყრელიძე

11.12.21 14:10
ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საახალწლოდ დიდ შეკრებებს თავი აარიდონ.

ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები", ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსის  3 542 ახალი შემთხვევა.