ხოშტარია პატიმრებს გათავისუფლებას ულოცავს, ხოლო თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს
“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია პატიმრებს გათავისუფლებას ულოცავს, ხოლო თორნიკე რაზმაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, ძალიან დიდი სიხარული და იმედის მომცემია გარეთ გამოსული პატიმრის ნახვა.
მინდა, გაგიზიაროთ, რამხელა სიხარულისა და იმედის მომცემია გარეთ გამოსული სინდისის პატიმრების დანახვა. ყველას გილოცავთ!
გიორგი მინდაძისა და გიორგი ოკმელაშვილის მოსმენამ დადებითი ენერგიით ამავსო. მათ თავადაც ეცოდინებათ, როგორი მნიშვნელოვანია ამ ემოციის სწორედ საკნის ტელევიზორის ეკრანიდან მიღება.
ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ და აუცილებლად მინდა, ჩემი სრული მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატო თორნიკე რაზმაძის მიმართ. მისი ინდივიდუალური ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება, - წერს ხოშატარია.