ცხვარს გვაპარავენ პოლიცია დუმს! - საპროტესტო აქცია იორმუღანლოში
იორმუღანლოში მეცხვარეები ცხვრის ქურდობის შემთხვევებზე საქმის გამოძიებას ითხოვენ - ინფორმაციას "მაუწყებელი" ავრცელებს.
ადგილობრივი მეცხვარეების განცხადებით, ბოლო პერიოდში სოფელში ცხვრის ქურდობის შემთხვევებმა იმატა, თუმცა, მათივე თქმით, პოლიცია მომხდარზე სათანადოდ არ რეაგირებს.
მედიის ცნობით, მეცხვარეები სამართალდამცველებისგან დროულ რეაგირებასა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, სანამ ცხვრის ქურდობის შემთხვევები არ აღიკვეთება.
ფოტო: მაუწყებელი
მსგავსი სიახლეები
25.11.26 17:09
ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკი Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შოპინგისას ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი სარგებელიც მიიღონ და დახარჯული თანხის ნაწილი უკან დაიბრუნონ.