"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი

25.11.26 18:17
"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს და კინაღამ მცემეს" - ადვოკატი

ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში სამართალდამცველებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შეუარაცხყოფა მიაყენეს და ლამის სცემეს. 

უფლებადამცველი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან რეაგირებას ითხოვს. 

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში (აღმაშენებლის გამზირზე) უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება, მიყვირეს, "მაკაჩავეს", შეურაცხყოფა მომაყენეს, მითხრეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი ადვოკატობა, კინაღამ მცემეს და დამაკავეს...  კინაღამ!!! გადავრჩი... მაგიდაზე იარაღი ედო განყოფილების უფროსს... 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა ეს ამბავი და იქნებ გქონდეთ რეაქცია!!!" - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი.