ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდი" უწოდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს "საპროცესო გარიგებით ნაყიდები" უწოდა - ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში ექს-პრემიერი წერს, რომ პროკურატურა მის მიმართ ქრთამის საქმეს (საუბარია ჯარის ძარცვის საქმეზე) სწორე ამ ორი მოწმის ჩვენებაზე აფუძნებს.
- შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალის საქმეში, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება, ყოფილი პრემიერის წინააღმდე ჩვენებები თადვაცვის ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას. ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული", - წერს წერილში ღარიბაშვილი.
ნახეთ, ვრცლად ღარიბაშვილის ახალი წერილი: