პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა
პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა და პროტესტს შეუერთდა.
აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება 23 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დამნაშავედ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ცნო, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა მას 4 დეკემბერს უმთავრდებოდა.