ნაჩო სანჩეს ამორი: სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ მწვავე დებატებზე ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებით მკაცრი და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა აგვიანდება, თუმცა ახლა მოქმედების დროა.
დებატები, რომელიც „პაატა ბურჭულაძის საქმესა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტპატიმრებს“ ეხებოდა, სანჩეს ამორმა წარსული შეცდომებისა და სამომავლო სტრატეგიის შეფასებით დაიწყო. მისი თქმით, ევროკავშირს გამაფრთხილებელი სიგნალები დიდი ხნის წინ ჰქონდა, მაგრამ დროული რეაგირების ნაცვლად „საჩუქრები“ გაიცა.
უფრო ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით უფრო ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გვაქვს.
თუმცა, ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც იმუშავებს, სანქციებია, მაგრამ, როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ საქართველოს რუსეთთანაა მიბმული. მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიის მხარდაჭერას, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში.
რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე,” - განაცხადა სანჩეს ამორმა.