არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვა დასრულდა - კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს

26.11.26 15:41
არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვა დასრულდა - კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს

არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვა დასრულდა - შეხვედრის ორგანიზატორებმა მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს, რომლებსაც აინტერესებდათ, რა ეღირება კვადრატული მეტრი, იქნება თუ არა ტერიტორიაზე საბავშვო სივრცეეები, ასევე, იქნება თუ არა ელექტრომობილების დატენვა შესაძლებელი.

რაც შეეხება კითხვებს მოსალოდნელ რისკებზე - მათი დასმა ვერ მოხერხდა, რადგან მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც ხელშეკრულების გასაიდუმლოებასა და რისკებზე ცდილობდნენ პასუხების მიღება, დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს.

მოქალაქეები კი, ვინც შესვლა შეძლეს, დაინტერესდნენ, რა სარგებელს მოუტანდა აღნიშნული პროექტი, მიმდებარე უბნების მოსახლეობას. 

ჩვენ უკვე შევძელით ამ პროექტის წინ წაწევით, რომ ადგილობრივებისთვის არსებული ქოენბის ფასი უკვე მნიშვენელოვნად გაიზარდა,  მათთვის ეს ახალი შესაძლებლობაა და ის ქონება, რომლის ღირებულებაც იზრდება, ყოველთვის მომგებიანი თანამცხოვრებლებისთვის, რომლებიც გარშემო არიან, - უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა. 

რაც შეეხება ფასს - მათი თქმით, ჯავშნების მიღება დაწყებულია და ფასი საკმაოდ კონკურენტულია, კვადრატული მეტრი დაახლოებით 1700 დოლარი იქნება, რემონტით. 

მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალია, სწორედ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არიან ის პირები, ვინც გაყიდვებში ლიდერობენ და ეს ძალიან სასიხარულოა, - განაცხადა წარმომადგენელმა.  

შეხვედრაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.