885 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებისთვის ერთ თვეში - როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები

27.11.26 18:28
885 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებისთვის ერთ თვეში - როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები

ორაგული ბოსტნეულის გარნირით, საქონლის ტოლმა ძაძიკით, ნადუღი სულგუნის ფირფიტებში, გებჟალია, საქონლის ხორცის სალათა ბროწეულებით -  ეს მცირე ჩამონათვალია იმ მენიუდან, რომელზეც, ბოლო  ერთ თვეში, მოსამართლეებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 885 000  ლარი  დახარჯეს.  

ამ ჩამონათვალში  ერთ-ერთი მოწინავე  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროა, რომელსაც ექსპერტის დღის აღნიშვნა 142 000  ლარი დაუჯდა.

ჩამონათვალში მოხვდა ეროვნულმა ბანკი - უწყებამ ივანიშივილის სასტუმრო “პარაგრაფ თაბორს“, სარესტორნო მომსახურებისთვის 41 703 ლარი გადაურუცხა. დოკუმენტებში ჩანს, რომ ცენტრალურმა ბანკმა 250 -კაციანი გალა ვახშამი მოაწყო.

წვეულება მოაწყო ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრმაც. 8  ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო  ღონისძიებასთან  დაკავშრებით სტუმრების სუფრაზე დაპატიჟება მათ 27 000  ლარი დაუჯდათ.   

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები ხალხის ფულს ხარჯავენ არამიზნობრივად და მათი განმარტებით, ეს არის არარაციონალური ხარჯვა, რომელიც ხალხის ინტერესებს არ ხმარდება.

არ არის აუცილებელი, ღონისძიების შემდეგ, ვიწრო წრე, ე.წ. მერების, საკრებულოს თავმჯდომარეეები ერთად იკრიბებოდნენ და სადმე მიდიოდნენ. თუ არის ღონისძიება და არის სახალხო ღონისძიება, მაშინ ფული უნდა იხარჯებოდეს ყველა ადამიანისთვის, რომ მიიღო საერთო საზოგადოებრივი სიკეთე, ეს სიკეთე არ უნდა იყოს მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და  მათი წრის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცალკე მიდის და ქეიფობს, - ამბობს ბესო დონაძე. 

მიუხედავად იმისა, რომ სიპების და აიპების მიერ ჭამა-სმაში გაწეული ხარჯი არარაციონალური ხარჯების სიაშია შეყვანილი, ყოველთვიურად რესტორნებში ასიათასობით ლარი მაინც ირიცხება. 

 

მსგავსი სიახლეები