"Black sea arena"-ს შესაკეთებლად გამოყოფილი თანხა ისევ ივანიშვილამდე მიდის

12.12.21 11:41
"Black sea arena"-ს შესაკეთებლად გამოყოფილი თანხა ისევ ივანიშვილამდე მიდის

"BLACK SEA ARENA"- ს სახურავი ისევ შესაკეთებელია. შენობის რემონტს 380 ათასი ლარი სჭირდება. შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან ფული ივანიშვილის კომპანიას, "ელიტა ბურჯს" გადაერიცხება.

ოფიციალურად საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო ბალანსზეა, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილები "BLACK SEA ARENA"- ს მოვლა - პატრონობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ აღნიშნული გარიგებით ისევ ბიძინა ივანიშვილი ხეირობს. 

ამ "BLACK SEA ARENA"-ს გადაცემას მოჰყვა საკმაოდ მსუყე ვალდებულებები. ეს იყო თანამშრომლები და ეს იყო მისი შენახვა იმ პერიოდში, როდესაც არ ფუნქციონირებს, მაგრამ მას სჭირდება გარკვეული ტექნიკური მომსახურებები. ამ ტექნიკურ მომსახურებებს უწევს ისევ "ელიტა ბურჯი", ისევ ბიძინა ივანიშვილის კომპანია. დამატებითი ხარჯები გაჩნდა ბიუჯეტში და ამ დამატებითი ხარჯებიდან ნახევარი მილიონი ისევ ბიძინა ივანიშვილთან მიდის. "BLACK SEA ARENA" ვალდებულია გამოაცხადოს ტენდერი და ტენდერის საშუალებით განახორციელოს ტექნიკური მომსახურეობა, - ამბობს კორუფციის მვკლევარი, ბესიკ დონაძე.