ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია - შენობაში წყალი 10 ადგილიდან ჟონავს

12.12.21 11:57
ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია -  შენობაში წყალი 10 ადგილიდან ჟონავს

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის. შენობაში წყალი 10 ადგილიდან ჟონავს. სველია ტაძრის  კედლების და ფასადის ქვა. 

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბაგრატის ტაძარში წვიმის შეჩერება მინიმალური დანახარჯებით არის შესაძლებელი, თუმცა ხელისუფლება ბაგრატს გელათის პრობლემების გადასაფარად იყენებს. 

ამ ისტორიულ ტაძართან დაკავშრებით არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პრობლემა და ეს პრობლემა უდნა მოაგვაროს თანაბრად როგორც სახელმწიფომ, ისე სასულიერო პირებმა, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება დუმს.