რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან ძალოვანი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელია.
საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ უკვე გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ასევე, ევროკავშირის მეშვეობით დაწყებულია მოლაპარაკება ტყვედ აყვანილი ადამაიანის გასათავისუფლებლად.