უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხმრავლობას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, საზოგადოებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოზიციაა და არა ქართველი ხალხის ნება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს, ვინაიდან ჩვენ უნდა ვანახოთ მსოფლიოს , რომ ორი წლის წინ, რაც კობახიძემ განაცხადა, ეს ხალხის ნება არ არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ეს არის პარტიული შეკრება, ეს აქცია არის არაპარტიული და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ვისაც კი სჯერა იმის, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი,- განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.