გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“

28.11.26 13:21
გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, რომ ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “შესაბამისად არ იქცეოდა“ და მისი “მოქმედებები ადეკვატური არ იყო“.

კალანდიას თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მიიღო და უკვე თვეზე მეტია, მუზეუმის თანამშრომელი აღარაა. 

ანზორ ოყუჯავა იყო რამდენიმე ხნის წინ მუზეუმის თანამშრომელი და ახლა არ არის, გათავისუფლებულია ჩემი ბრძანებით, 1 თვეზე მეტია. იმიტომ გათავისუფლდა, რომ არ იქცეოდა შესაბამისად, ბრძანებაში წერია ეს, მე არ მომეწონა მისი მოქმედება, შესაბამისი და ადეკვატური არ იყო სამსახურში, ამიტომ მივიღე მისი გათავისუფლების შესახებ, - ამბობს კალანდია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან კავშირი, კალანდია ამბობს:

მე არ ვიცი, შეიძლება მოიხმარდა, შეიძლებაა რ მოიხმარდა, შეიძლება კარგი ბიჭი იყო, ან ცუდი, მაგრამ მე მივიჩნიე, რომ არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მუზეუმის მმართველი, ახლა რომ ვისხენებ 1 თვე კი არა, 2 თვის წინ გავათავისუფლეთ, - ამბობს ის. 

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ერთი თვის წინ სამსახურიდან წავიდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ანზორ ოყუჯავას დაკავება 260-ე მუხლის საფუძველზე, 26 ნოემბერს მოხდა.

“პირველების“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.

დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.