100 ათასი ლარი საახალწლო განათებისთვის - გორის მერმა ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა დახარჯა

12.12.21 14:33
100 ათასი ლარი საახალწლო განათებისთვის - გორის მერმა ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა დახარჯა

100 ათასი ლარი გორის საახალხწლო განათებებისთვის - ქალაქის ცენტრალური ქუჩების საახალწლო განათებისთვის გორის მოჭიდავე მერმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა დახარჯა. 

ლადო ხინჩეგაშვილის გადაწყვეტილება ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ გაიღო გორის მერმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი ფული საახალწლო განათებისთვის მაშინ, როდესაც ქალაქში სოციალური ფონი უკიდურესად მძიმეა. 

აღშნიშნულით უკმაყოფილოები არიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც.

განათებაც უნდა იყოს, სისუფთავეც, მაგრამ ხალხისთისაც უნდა იზრუნონ. ხალხი მშიერია, ვერაფერს ვერ ვყიდულობთ, შეიხედეთ, აბა, რა ღირს ცხიმი, ყველაფერს რომ ცეცხლი უკიდია.  300 ლარით დაგვეხმარე-მეთქი, ვუთარი გუბერნატორს და უარი გვითხრა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.