რამდენიმე საათი საპროტესტო აქციამდე - თავისულფების მოედანზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

28.11.26 15:16
რამდენიმე საათი საპროტესტო აქციამდე - თავისულფების მოედანზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათი რჩება -  ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე სცენას აწყობენ. სწორედ იქიდან მიმართავენ ორგანიზატორები შეკრებილ მოქალაქეებს.

თავდაპირველად, ორგანიზატორებს სურდათ, სცენა საკრებულოს შენობის წინ მოეწყოთ, თუმცა, ამის საშუალება შს სამინსიტროს წარმომადგენლებმა არ მისცეს.

მოვიტანეთ აპარატურა, ვემზადებით აქციისთვის და პოლიციის წარმომადგენლებმა არ გვითხრეს, რომ კონკრეტულად საკრებულოს წინ სცენის დადგმა იყო პრობლემა და შემოგვთავაზეს სხვა ალტერნატივა, ჩვენთვის პრინციპული მნიშნელობა არ ჰქონია, თავისუფლების მოედანზე მარჯვენა მხარეს დაიდგმება ეს სცენა, თუ მარცხნივ. ვიცით, რომ ადამიანები აპირებენ მოსვლას, იქნება ძალიან ბევრი ხალხი, ჩვენთვის მთავარია, რომ მათ გავაგონოთ ჩვენი ხმა. თვითონ პოლიციას თუ უნდოდა, რომ “წამოვეკიდებინეთ“, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

საპროტესტო მსვლელობა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. იქნება ორი მთავარი ლოკაცია - პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორე - ავლაბრის მეტრო.