28 ნოემბერს ნუ მიატოვებთ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს - მათე დევიძის გზავნილი ციხიდან
პატიმრობაში მყოფი მათე დევიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ მიატოვებენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს 28 ნოემბერს.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს მათ თავს ხდება, ხვალ ყველას კარზე დააკაკუნებს.
28 ნოემბერს ნუ მიატოვებთ ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ხვალ თქვენს კარზე დააკაკუნებს.
იმ ქოფაკების ხელში არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც გისურვებთ მშვიდობიან აქციას.
სრული სვლით თავისუფლებისკენ!
მათე დევიძე“.
ციხიდან გამოგზავნილ წერილს სოციალურ ქსელში მათე დევიძის და, ელენე დევიძე, აქვეყნებს.