რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე 35 წლის მამუკა ჩხიკვაძეა
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში - 35 წლის მამუკა ჩხიკვაძე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს, თუმცა ინფორმაციას სუსი მალავდა. უწყებამ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გაამჟღავნა, რაც გატაცებული ახალგაზრდის ამბავი "პირველებმა" შეიტყო.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
დედა რომ დაეღუპა მოვიდა ორივე და-ძმა. ძმა წავიდა მამის სასაფლაოზე და ველოდებოდით რომ უნდა მოსულიყო და არაფერი ინფორმაცია და დაუჭერიათ. მეტი არაფერი ვიცით. და ორი დღეა გამზარებული ელოდება ზარს, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ყოფილი ძალოვანი, 35 წლის ბათუმელი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან ახლოს, საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს.