"დიდი არაფერია" - მეუფე იოანე ბაგრატის ტაძრის მდგომარეობაზე
ქუთათელ-გაენათელი მიტროპლიტი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემას ადასტურებს, თუმცა მეუფე იოანე გამრეკელი ირწმუნება, რომ წვიმა მხოლოდ სახურავს აზიანებს.
სასულიერო პირის თქმით, გაცილებით საყურადღებოა გელათის ტაძრის მდგომარეობა.
დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ, სარკმელთან უნდა ამოილესოს, დახრა ჰქონდეს სწორი, რომ წვიმის წყალი უკან არ შებრუნდეს. იქ რთული არაფერია, რთულია უფრო გელათის. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებობაა პროფესონალი მშენებლების. საკითხი დაისვა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს, სერტიფიცრებული ხალხი იქნება და მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში... შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება შეცდომების, - თქვა მეუფე იოანემ.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ბაგრატის ტაძარში წყალი 10 ადგილიდან ჟონავს. მათი თქმით, სველია შენობის კედლები და ფასადის ქვა.