საქართველოში "ომიკრონი" სავარაუდოდ, უკვე დაფიქსირდა

13.12.21 11:27
საქართველოში "ომიკრონი" სავარაუდოდ, უკვე დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის  "ომიკრონის" ვარიანტის დაფიქსირების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერ არ საუბრობს, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ვირუსის შემთხვევები თბილისში უკვე გამოვლინდა.

ომიკრონზე ზუსტი ცნობები არ არის. ამის შესახებ ვიცით, რომ საქართველოში ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. უნდა ველოდოთ ტალღას იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. იყო ერთეული შემთხვევა "ომიკრონის" დედაქალაქში ამის შესახებ კლინიცისტებისგან ვიცით. ერთდროულად უნდა აიცრას ბევრი ადამიანი, დღეში 10-15 ათასი ადამიანი მაინც უნდა იცრებოდეს", - ამბობს ექიმი, ლევან ფერაძე.

 ექიმები საქართველოში კოვიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ.