რუსი ოკუპანტების მორიგი ტყვე - მამუკა ჩხიკვაძის ახლობლები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

13.12.21 11:48
რუსი ოკუპანტების მორიგი ტყვე - მამუკა ჩხიკვაძის ახლობლები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

ყოფილი ძალოვანი, 35 წლის მამუკა ჩხიკვაძე უკვე მესამე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებიდან   გატაცებულის ოჯახის წევრებთან ამ დრომდე არავინ მისულა.  ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფრომაცია სად და რა მდგომარეობაშია ახლა გატაცებული. 

მამუკა ჩხიკვაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებად ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  საპროტესტო აქციებს აანონსებენ.  

"პირველების" ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.