როდის გაათავისუფლებენ მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლიატორიდან - ხელისუფლებას პასუხი არ აქვს

13.12.21 13:38
როდის გაათავისუფლებენ მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლიატორიდან - ხელისუფლებას პასუხი არ აქვს

როდის გათავისუფლდება ყოფილი ძალოვანი, მამუკა ჩხიკვაძე, ცხინვალის იზოლიატორიდან? - საქართველოს ხელისუფლების არც ერთ ოფიციალურ პირს საჯაროდ ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. 

დავით ზალკალიანი ამბობს მხოლოდ იმას, რომ  ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია საერთაშორისო ცხელი ხაზი და საქმის კურსშია სადამკვირებლო მისია. თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს, როდის მოხდება ცხინვალის იზოლიატორიდან ჩხიკვაძის გათავისუფლება. 

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები კი ხელისუფლებას გონივრულ ვადას აძლევენ, რომ საქართველოს გატაცებულ მოქალაქეზე ტყვეობიდან დაისხნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან დე ფაქტო რეჟიმი არ წყალობს ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების ყოფილ და მოქმედ წევრებს. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა პოზიცია აქვს ჩვენს ხელისუფლებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს პოზიცია პასიური იქნება  და არ გვექნება კონკრეტული ვადები, როდის გამოუშვებს ცხინვალის რეჟიმი მამუკა ჩხიკვაძეს, ჩვენ ვიმოქმედებთჩვენი შეხედულებისამებრ - აცხადებს ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა.

ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჩხიკვაძე, ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 3 დღის წინ გაიტაცეს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სუსი ოფიციალურად არ ადასტურებდა. 

 ამ დროისთვის ცხინვალის იზოლიატორში საქართველოდან გატაცებული 4 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები