გავაწამეთ კაცი - მეუფე იაკობი პატრიარქზე
ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, თვლის, რომ საყოველთაო შერიგება იმ ადამიანებმა უნდა მოახდინონ, რომელიც მხარე არ იქნება.
წმინდა სინოდის გავლენიანი წევრი აღნიშნავს, რომ ქვეყანას განვითარების საშუალება არ ეძლევა და პატრიარქიც "გავამწარეთ":
სინოდის უდიდესი ნაწილი, პატრიარქიდან დაწყებული, იცით, მე როგორი ვარ გამონათქვამებში, რამდენი ხანი ჩუმად ვარ არ მინდა, ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე, შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება, თუ მხარეს დავდექი, არ გამოვა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი, წელიწადზე მეტია, ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. საქართველოში კაციც არ უნდა დარჩეს ისეთი, რომელიც შერიგების შემდეგ ნაწყენი იქნება. ქუჩაში სირბილი, კალიების შემოსევა ხომ არაა, სარანჩებივით დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. რაღაცნაირად ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ და საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების მერე, ისეთი, რომ ნაწყენი იყოს... პატრიარქი მინდა დავლოცო, ღმერთმა დღეგრძელობა მისცეს, გავაწამეთ კაცი ", - თქვა მეუფე იაკობმა ამბიონიდან.
მეუფე იაკობი დიდ ეროვნულ შერიგებას პოლიტიკოსებს ეკლესიაში სთავაზობს. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება ამბიონიდან შესთავაზა.