"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტეხავს" - გიგა მაქარაშვილი უწყებას თვალთვალში ამხელს
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თვალთვალში ამხელს. სამოქალაქო აქტივისტი თვითმფრინავის ბორტზეა და კიევში მიფრინავს.
მაქარაშვილის ინფორმაციით, სალონში იმყოფება სუს-ის თანამშრომელიც, რომელიც პერიოდულად მის ადგილზე ყოფნას ამოწმებს.
პერიოდულად დგება და მამოწმებს, ხომ არ გადავხტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / ტეხავს, - წერს მაქარაშვილი "ფეისბუქზე" .